სოფო ქაცარავას ნაცვლად პარლამენტში სავარაუდოდ ბენედიქტე ქაშაკაშვილი შევა
სოფო ქაცარავას ნაცვლად პარლამენტში სავარაუდოდ ბენედიქტე ქაშაკაშვილი შევა

საქართველოს პარლამენტში სოფო ქაცარავა პარტია „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის მომდევნო წევრმა უნდა ჩაანაცვლოს.

ვანო ზარდიაშვილის მიერ სადეპუტატო მანდატის დატოვების შემდეგ, „ქართული ოცნების“ პროპორციული სია თემურ გოცირიძეზე არის გაჩერებული, რომლის თაობაზეც პარლამენტს ცესკო-მ ინფორმაცია უნდა წარუდგინოს, რადგან მისი სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობა ჯერ არ მომხდარა.

იმის გათვალისწინებით, რომ სოფო ქაცარავა საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო თანამდებობების შემდეგ უარს სადეპუტატო მანდატზეც ამბობს, საკანონმდებლო ორგანოში მისი ჩანაცვლება „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის მომდევნო წევრს ბენედიქტე ქაშაკაშვილს შეუძლია, რომელიც სიაში თემურ გოცირიძის შემდეგ, 53-ე არის. იმ შემთხვევაში, თუ ბენედიქტე ქაშაკაშვილი დეპუტატის მანდატზე უარს იტყვის, სიაში მომდევნო არის პაატა გოგიხია.

დეპუტატმა სოფო ქაცარავამ საპარლამენტო მანდატი დღეს დატოვა.