სოფო ქაცარავა გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს, კლაუდია როთს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს, კლაუდია როთს შეხვდა.
როგორც ქაცარავამ აღნიშნა, შეხვედრაზე საქართველო გერმანიას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს.
„ვისაუბრეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობასა და ამ ფორმატში საქართველოს, როგორც ლიდერი ქვეყნის როლზე; ასევე 11-12 ივლისს ბათუმში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება. გერმანიას დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციურ და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში და მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენ ევროპულ მისწრაფებებს“, – აღნიშნავს ქაცარავა.