გერმანიის კულტურის მინისტრი - არასწორად მივიჩნევ ყველაფერი იმის ბოიკოტს, რაც რუსულ კულტურას ეხება, არ მივცემ პუტინს უფლებას, წამართვას ჩეხოვი
გერმანიის კულტურის მინისტრი - არასწორად მივიჩნევ ყველაფერი იმის ბოიკოტს, რაც რუსულ კულტურას ეხება, არ მივცემ პუტინს უფლებას, წამართვას ჩეხოვი

გერმანიის კულტურის მინისტრი კლაუდია როტი მიიჩნევს, რომ რუსული კულტურის ბოიკოტი არასწორია. უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ კლაუდია როტმა გერმანული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მან გაიხსენა, რომ ცოტა ხნის წინ გერმანიის ერთ-ერთი ქალაქის მერმა ახალგაზრდულ ორკესტრს პეტრე ჩაიკოვსკის ნაწარმოების დაკვრა აუკრძალა. გაიმართა საჯარო დისკუსია, რის შემდეგაც კონცერტი დაუშვეს.

„მე სრულიად არასწორად მივიჩნევ ყველაფერი იმის ბოიკოტს, რაც რუსულ კულტურას ეხება. მაგრამ, რა თქმა უნდა, დისკუსია გრძელდება. არსებობს ბევრი გაურკვევლობა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვექცეთ რუსულ კულტურას. მიმაჩნია, რომ ბოიკოტი სრულიად არასწორია, რადგან ხშირად თავად რუსი ხელოვანები ცდილობენ ბოლო თავისუფლებების შენარჩუნებას. არსებობს დიდი რუსული კულტურა, მუსიკა, ლიტერატურა, ანტონ ჩეხოვი. არ მივცემ პუტინს უფლებას, წამართვას ჩეხოვი!“ – განაცხადა როტმა.