გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი კლაუდია როთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი კლაუდია როთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი კლაუდია როთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„გულითადად ვულოცავ ყველა ჩვენს ქართველ მეგობარს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს! ეროვნულ დღესასწაულზე მათ დიდ წარმატებას ვუსურვებ, კრიზისებისა თუ წინააღმდეგობების, გამძლე დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შემდგომი განვითარების გზაზე.

საქართველო არის და დარჩება ევროკავშირის მჭიდრო პარტნიორად. ჩვენი დიდი სურვილია, მხარი დავუჭიროთ ქვეყანას და ჩვენს პარტნიორებს ევროპისკენ მიმავალ გზაზე“, – წერს კლაუდია როთი.