სოფო კილაძე - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სრული სურათის მისაღებად სხვადასხვა პირის გამოკითხვა კიდევ გვჭირდება
სოფო კილაძე - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სრული სურათის მისაღებად სხვადასხვა პირის გამოკითხვა კიდევ გვჭირდება

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სრული სურათის მისაღებად სხვადასხვა პირის გამოკითხვა კიდევ გვჭირდება, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა სოფო კილაძემ განაცხადა.

„დღეს მთელ რიგ კითხვებს გაეცა პასუხები, თუმცა ვფიქრობ, რომ სრული სურათის მისაღებად კიდევ გვჭირდება სხვადასხვა პირის გამოკითხვა, მათ შორის საგამოძიებო სტრუქტურებიდან. მომდევნო შეხვედრაზე, მოვუსმენთ ბატონ ფიფიას, რომელიც არის შსს-ს წარმომადგენელი და მას ჰქონდა უშუალო შეხება ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება მისგან კონკრეტულად ინფორმაციის მიღება“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა დღეს გაიმართა.