საბიბლიოთეკო რეფორმის ფარგლებში, თბილისში ყველა ბიბლიოთეკარი სამსახურს შეინარჩუნებს
ვგეგმავთ თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკების მშენებლობას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარიამ კულტურის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სოფო ხუნწარიას განმარტებით, ამჟამად მიმდინარეობს რეფორმა და მის ფარგლებში 320-ვე ბიბლიოთეკარი შეინარჩუნებს სამსახურს. გარდა ამისა, დაიწყება წიგნის საცავების მოწესრიგება, ხოლო მოგვიანებით ბიბლიოთეკების სარემონტო სამუშაოები.
„რასაკვირველია, საუბარია წიგნადი ფონდების შევსებაზეც. მიუხედავად იმისა, რომ მედიათეკები მულტიფუნქციურია და მულტიმედიურია, წიგნი არის მთავარი და ჩვენი პრიორიტეტია მკითხველთა რაოდენობა გავზარდოთ“, – აღნიშნა მერის მოადგილემ.