სოფლის მეურნეობის მინისიტრის მოადგილე - ფაროსანასთან ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს, საჭიროა მოსახლეობის მეტი ჩართულობა
ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას და არსებულ ვითარებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისიტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე გაეცნო.
მინისტრის მოადგილემ მოსახლეობისგან პირადად მოისმინა ინფორმაცია იმ საკითხების შესახებ, რომელიც ადგილობრივებს აწუხებთ.
ფერმერები თხილის დაბალი ხარისხის მოსავალს უჩივიან, რაც, ძირითადად, სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების შედეგია.
გიორგი ხანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სტრატეგია წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა, კვლავ პრობლემაა მოსახლეობის მიერ აქტიური ჩართულობა და მათ მიერ სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება.