სოფიო ხუნწარია - ვფიქრობ, კულტურის საქალაქო სამსახური იქნება მოწოდების სიმაღლეზე, ძალიან ბევრ ამბიციურ პროექტს გპირდებით
ვფიქრობ, კულტურის საქალაქო სამსახური იქნება მოწოდების სიმაღლეზე, ძალიან ბევრ ამბიციურ პროექტს გპირდებით, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სოფიო ხუნწარიამ, რომელიც თბილისის მერმა კახა კალაძემ კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსად წარადგინა.
„ამ ეტაპზე, არ ვაპირებ პრობლემებზე საუბარს. ამ დროისთვის ვეცნობი იმ პრობლემებს, რომლებიც შესაძლოა, არსებობდეს. ჩემთვის ძალიან საინტერესო და ერთგვარი გამოწვევაც იყო ეს შემოთავაზება. იმ წარმატებული ინფრასტრუქტურული თუ ურბანული პროექტების პარალელურად, ვფიქრობ, კულტურის საქალაქო სამსახური იქნება მოწოდების სიმაღლეზე. ძალიან ბევრ ამბიციურ პროექტს გპირდებით“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის სამსახურების ახალი ხელმძღვანელები დაასახელა.