მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სოფიო ხორგუანმა პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს წერილით მიმართა. განცხადებაში თბილისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მოვლა-პატრონობისთვის საჭირო ღონისძიებების აუცილებლობაზეა საუბარი.
სოფიო ხორგუანის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არსებული სისტემა დღევანდელ გამოწვევებს ვერ პასუხობს და ქალაქში არსებული მემკვიდრეობის ძეგლები განადგურების პირასაა.
დამოუკიდებელი კანდიდატი ამბობს, რომ კულტურული მემკვიდრეობა კანონით არის დაცული. ვინაიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის რეგულაციებს კონსტიტუცია კანონს აკისრებს, აუცილებელია, ეს კანონი მაქსიმალურად დაიხვეწოს და პრაქტიკაში იმუშაოს.