სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება [ვიდეო]
ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ხანძრის ეპიცენტრიდან ვიდეოკადრებს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია 200 მეხანძრე-მაშველი, იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი.
წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა ფართობი.
ამასთან, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე შექმნილია საგანგებო შტაბი.
მათივე ცნობით, დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.