ბაღდათის რაიონის სოფელ ზეკარში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება
ბაღდათის რაიონის სოფელ ზეკარში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ზეკარის ხეობაში ხანძარი 10 ჰექტარ ტერიტორიაზეა გავრცელებული, თუმცა დასახლებულ პუნქტზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში უამინდობის გამო ვერ ხერხდება ვერტმფრენის ჩართვა. ადგილზე მობილიზებულია 200 მეხანძრე-მაშველი და 60 მეტყევე.

ხანძრის ჩაქრობას ზეკარის ხეობაში ორი დღეა ცდილობენ.