ბაღდათის რაიონის სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში ხანძარია
ბაღდათის რაიონის სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში ხანძარია

ბაღდათის რაიონის სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში ხანძარია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დამატებითი ძალები ჩაერთვნენ.

მათივე ცნობით, ადგილზე გვიან ღამით გაიგზავნა ტყის ხანძრის ქრობის ახალი ტექნიკა და მეხანძრე-მაშველების დამატებითი ჯგუფები. შექმნილია საგანგებო შტაბი.

ამ დროისთვის, ადგილზე 110 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.

ცეცხლი შერეული ტყის ქვედა საფარს უკიდია. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა ფართობი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.