ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედუბანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისათვის საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე ტყიბულის თერჯოლისა და ქუთაისის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.