წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზარათში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძრის ლოკალიზება მეხანძრე-მაშველებმა უკვე მოახდინეს და ახლა სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ცეცხლი წყალტუბოს რაიონში სოფელ ზვარათში ხემცენარეებს გაუჩდა. ადგილზე მობილიზებული იყო 25 მეხანძრე მაშველი და ასევე ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით ხანძრის დასახლებულ პუნქტზე გავრცელების საფრთხე არ არსებობდა.