გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ბიბლიოთეკა დაარბიეს. გურჯაანის მერის არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით, დამტვრეულია ბიბლიოთეკის ინვენტარი, განადგურებულია წიგნები, დაზიანებულია ტექნიკა და სხვა ნივთები.
„შემთხვევა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა. დამტვრეული და გადმოყრილია კარადები, განადგურებულია წიგნები. იყო ხანძრის გაჩენის მცდელობაც. დაახლოებით 1 კვ.მ-ზე გავრცელდა ცეცხლი, თუმცა სახანძრო- სამაშველო სამსახურმა ოპერატიულად იმოქმედა და დროულად მოხდა ხანძრის ლიკვიდირება. სამართალდამცველები მუშაობენ ადგილზე. ვერსიებზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი“, – განაცხადა გურჯაანის მერმა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.