სოფელ ტიბაანთან ავტოსაგზაო შემთხვევისას მცირეწლოვანი დაიღუპა
სოფელ ტიბაანთან ავტოსაგზაო შემთხვევისას მცირეწლოვანი დაიღუპა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტიბაანთან ავტოსაგზაო შემთხვევას სამი წლის ბავშვი ემსხვერპლა.

მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი წლის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც სავარაუდოდ მანქანის წინა სავარძელზე იჯდა.

შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.