სოფელ სტარომარიევკაში უკრაინის შეიარაღებული ძალების შესვლის შესახებ ცნობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში უარყვეს
უკრაინის სოფელ სტარომარიევკაში უკრაინის შეიარაღებული ძალების შესვლის შესახებ გავრცელებული ცნობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში უარყვეს. აღნიშნული ინფორმაცია 26 ოქტომბერს უკრაინულმა გამოცემა babel.ua-მ გაავრცელა. მოგვიანებით, ეს ცნობა უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის სარდლობამ უარყო.
მათი თქმით, „სოფელ სტარომარიევკაში უკრაინის შეიარაღებული ძალების შესვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენდა „უკანონო რუსული სამხედრო დაჯგუფებების მცდელობას, უკრაინა დაადანაშაულონ ე.წ. კონტაქტის ხაზის დარღვევაში. საპასუხოდ, უკრაინულმა მხარემ სეპარატისტები აკრძალული შეიარაღების გამოყენებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ „უკრაინელი სამხედროების პოზიციები უცვლელია“.
ანალოგიური განცხადება გააკეთეს უკრაინის 93-ე მექანიზირებულ ბრიგადაში, რომელიც პასუხისმგებელია განსახილველ მონაკვეთზე. მათი განმარტებით, ბრიგადას ახალი პოზიციები არ დაუკავებია. უკრაინულმა მხარემ ასევე განაცხადა, რომ 93-ე ბრიგადა მონაწილეობდა 27 ოქტომბრიდან 10 ნოემბრამდე პერიოდში სოფელ სტარომარიევკაში ჰუმანიტარული და სამედიცინო სერვისების მიწოდებაში ჩართული სამუშაო ჯგუფის დაცვის უზრუნველყოფაში, რაც უკრაინული მხარის მტკიცებით, რუსეთმა გამოიყენა დეზინფორმაციის გასავრცელებლად. ამას მოჰყვა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებად სოფელ გრანიტნოეზე განხორციელებული შეტევა, რაც მსხვერპლით დასრულდა. მიუხედავად უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციისა, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. მინისტრები და სეპარატისტებთან დაკავშირებული მედიები კვლავ ავრცელებენ ცნობას, რომ უკრაინამ დანაშაული ჩაიდინა და სტარომარიევკა დაიკავა, რასაც უკრაინაში არ ადასტურებენ.