უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის არმიამ დონბასში, სოფელ სტარომარიევკაზე კონტროლი დაამყარა
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის არმიამ დონბასში, სოფელ სტარომარიევკაზე კონტროლი დაამყარა

უკრაინის არმიამ დონბასში, სოფელ სტარომარიევკაზე კონტროლი დაამყარა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, დონეცკის ოლქის სოფელში უკრაინის არმიის სამხედროები 25 ოქტომბრის საღამოს შევიდნენ და პოზიციები გაამაგრეს.

სოფელი სტარომარიევკა სოფელ გრანიტნოეს მახლობლად მდებარეობს და ორ სოფელს მდინარე კალმიუსი ჰყოფს. ომის დაწყებამდე ორ სოფელს შორის საავტომობილო გზა იყო, რომელიც 2014 წელს ააფეთქეს. სოფელი სტარომარიევკა შეხების ხაზის ე.წ. ნაცრისფერ ზონაში მდებარეობს.