თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, სოფლის კუთვნილი საძოვრები მათგან მალულად გაიყიდა. ადგილობრივი მოსახლეობა საძოვრების სოფლისთვის გადაცემას მოითხოვს.
აქციის მონაწილეები თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის გადაკეტვასაც ცდილობდნენ, თუმცა ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა, რომელიც ადგილზეა მობილიზებული.