სოფელ რუისპირის მოსახლეობა საძოვრების გაყიდვას აპროტესტებს

13:35, 16.04.2018

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, სოფლის კუთვნილი საძოვრები მათგან მალულად გაიყიდა. ადგილობრივი მოსახლეობა საძოვრების სოფლისთვის გადაცემას მოითხოვს.

აქციის მონაწილეები თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის გადაკეტვასაც ცდილობდნენ, თუმცა ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა, რომელიც ადგილზეა მობილიზებული.

 

მსგავსი