სოფელ რკონის მიმდებარედ ტყეში მეორე დღეა, ხანძარს ებრძვიან
სოფელ რკონის მიმდებარედ ტყეში მეორე დღეა, ხანძარს ებრძვიან

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ რკონის მიმდებარედ ტყეში უკვე მეორე დღეა, ხანძარს ებრძვიან.

რთული რელიეფის გამო, ადგილზე მუშაობის პროცესი გაძნელებულია. ცეცხლის ჩაქრობას 45 მეხანძრე-მაშველი ცდილობს.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები და ამ ეტაპზე ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენის ჩართვის საჭიროება არ დგას.

რკონის ტყეში ცეცხლი გუშინ გაჩნდა. ხანძარის კერები დასახლებული ადგილიდან ათ კილომეტრშია.