სოფელ ქვედა სიმონეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისის შემოვლით გზაზე, სოფელ ქვედა სიმონეთთან.
შეჯახების შედეგად, ორი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.