არსებული ინფორმაციით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, წუხელ გვიან ღამით, ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი და და კიდევ ერთი პირი დაჭრა.
ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ჯერ ჩხოროწყუს საავადმყოფოში, შემდეგ კი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა, დას კი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
„მამაკაცს საძილე არტერიასთან ახლოს აღენიშნებოდა დანით მიყენებული ჭრილობა, ჭრილობა დაუმუშავდა და გადაყვანილ იქნა ქუთაისში,“ – აცხადებენ ჩხოროწყუს საავადმყოფოში.
შსს ინფორმაციით, საქმე 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ა ქვეპუნქტით არის აღძრული, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას.
დანაშაულში ბრალდებული პირი დაკავებულია.