სოფელ ქვათახევთან ხანძარი ლოკალიზებულია
სოფელ ქვათახევთან ხანძარი ლოკალიზებულია

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვათახევის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ პირველ არხს შიდა ქართლის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს უფროსმა გიორგი მაისურაძემ განუცხადა. 30-მდე მეხანძრე-მაშველი ცეცხლს სამი საათის განმავლობაში აქრობდა. ცეცხლი გამხმარ ბალახს მოედო და 20 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გავრცელდა.

„ქსილისის ტყეში 30-მდე მეხანძრე-მაშველი სამი საათის განმავლობაში აქრობდა ცეცხლს. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. რთული რელიეფის გამო, ტექნიკის აყვანა გაჭირდა. დასახლებას საფრთხე არ ემუქრება. მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ მუშაობას“, – განაცხადა გიორგი მაისურაძემ.