ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში გუშინ, გვიან ღამით იუსტიციის სახლის მომსახურების ცენტრი გაქურდეს.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, დაზიანებულია „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატიც.
ადგილობრივების განცხადებით, ქურდებმა შენობიდან დაუდგენელი ოდენობის თანხა წაიღეს.
ადგილზე იმყოფებოდა პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.