ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში ტყეში ხანძარია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ერთ-ერთი კერა, რომელმაც ერთი ჰექტარი ტერიტორია მოიცვა, რამდენიმე საათის წინ ჩააქრეს, თუმცა ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ, ახალი კერა გაჩნდა.
სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უკვე გავიდნენ ცეცხლის ჩასაქრობად. როგორც უწყებიდან პირველ არხს აცნობეს, ტყის სიღრმეში სახანძრო ტექნიკის გადაადგილება შეუძლებელია და ხანძრის ლიკვიდაციას ცოცხალი ძალა მოახდენს.
სატყეო სააგენტოში აცხადებენ, რომ ხანძარი სახელმწიფო სატყეო ფონდს არ შეხებია. საგანგებო სიტუაცების თანამშრომლებთან ერთად, ადგილზე რჩებიან ტყის მცველები.