სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაშავდა
სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაშავდა

სამი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.

შემთხვევა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ახალგაზრდები ისხდნენ, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის კედელს შეეჯახა.

მანქანაში მყოფი ადამიანები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მათ კვლევები უტარდებათ. მედიკოსების განმარტებით, არც ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმე არ არის.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.