სოფელ ლაღამის ეკლესიის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა
სოფელ ლაღამის ეკლესიის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაღამის ეკლესიის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის სტრატეგიული პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ახორციელებს, სადაც გასული 4 წლის განმავლობაში უკვე აღდგა 80 – მდე სვანური კოშკი და მაჩუბი.

არსებული მონაცემებით, სვანეთში შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რეაბილიტაციას 150 – მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს.