სოფელ ოზაანის „ყველაწმიდის" სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა
სოფელ ოზაანის „ყველაწმიდის" სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ ოზაანის „ყველაწმიდის” სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები დასრულებულია. სამუშაოების შედეგად არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ ეკლესიის გარშემო ხელით მოიჭრა მიწა, ეკლესიის მთელ პერიმეტრზე აღდგა დაზიანებული კედლები რიყის ქვით კირდუღაბზე, გადაეწყო და გამაგრდა კარნიზქვეშა ქვის წყობა მთელს პერიმეტრზე, მოხდა დასავლეთის შესასვლელ კარში ძველი წყობის დემონტაჟი და აღდგა ქართული აგურით და შერჩეული რიყის ქვით წირთხლების გამოყვანით, მოეწყო ხუთრიგა კარნიზი ქართული აგურით კირდუღაბზე, სახურავზე მოიხსნა ძველი ჩაკირული ფენა, რის შემდეგაც გადაილესა კირხსნარით და მოეწყო კრამიტით ასევე კირხსნარზე,

ეკლესიის ინტერიერი, კედლები, კანკელი და ჭერი გაიწმინდა ძველი ნალესობისგან და გასუფთავდა ლითონის ჯაგრისებით, ფასადებზე და ინტერიერში ქვის ნაკერები ამოიგოზა სპეცკირხსნარით, მოეწყო ეკლესიის იატაკი და შემაღლებული ამბიონი ძველი ქართული ნარჩევი აგურით, მოეწყო სარკმლები და კარები, ეკლესიის გარშემო მოეწყო სარინელი შერჩეული რიყის ქვით კირდუღაბზე, აღდგა ქვის ცოკოლი მთელ პერიმეტრზე.ეკლესიის რეაბილიტაცია

სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით 2018 წლის მაისი-ივლისის თვეებში განხორციელდა.