ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ნოდარ დუმბაძის 92 წლის იუბილე აღინიშნა. გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დუმბაძის სახელობის სკვერში ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და მწერლის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს. დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით, სახალხო თეატრის დასის მონაწილეობით შესრულდა სკეტჩიც.
„ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ნოდარ დუმბაძის ბიოგრაფია, პერსონაჟები. ნოდარ დუმბაძე ის მწერალია, რომელიც მომავალმა თაობამ განსაკუთრებულად უნდა დააფასოს. მოხარული ვარ, რომ მისი სახელობის სახლ-მუზეუმში მუდამ ხალხმრავლობაა“, – განაცხადა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.