ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის 91 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა
ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის 91 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა

ჩოხატაურში, სოფელ ხიდისთავში ნოდარ დუმბაძის 91 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა. გაიმართა ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი.

„თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეაში“, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში, ახალგაზრდა პროზაიკოსებთან და პოეტებთან შეხვედრაც მოეწყო. გაიხსნა ქართველი მწერლისა და მხატვრის, მანონ ბულისკერიას გამოფენა – „კედლების გემო-3“ , ასევე ნოდარ დუმბაძის გამომცემლობის წიგნების გამოფენა-გაყიდვა. მწერლებმა „ივლიტას ბიბლიოთეკას“ საჩუქრად წიგნები გადასცეს. ასევე, „ნოდარ ბაბუს ლექსების“ წიგნებით დაასაჩუქრეს მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკები, საჯარო სკოლები და საბავშვო ბაღები.

ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული გურიაში ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მწერლის ოჯახის წევრები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.