სოფელ ხაჩკოიში ოქრო-სპილენძ-პოლიმეტალების შესწავლა-მოპოვების მიზნით, 2 მილიონიანი აუქციონი გამოცხადდა
წიაღის ეროვნულმა სააგენტომ, „ხაჩკოის“ ოქრო-სპილენძ-პოლიმეტალების შესწავლა-მოპოვების მიზნით ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.
აუქციონის პირობების მიხედვით, წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაჩკოიში, სასარგებლო წიაღისეულის ძებნა-მოპოვებითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს თანამედროვე სტანდარტების და მეთოდიკის შესაბამისად. ამასთან, სამუშაოებისთვის არანაკლებ 2 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს და დასაქმდეს მინიმუმ 30 ადამიანი.