მესტიაში სოფელ იელიში ერთ-ერთი კომპანიის მიერ ოქროს ქიმიური გზით მოპოვებას აპროტესტებენ
მესტიაში სოფელ იელიში ერთ-ერთი კომპანიის მიერ ოქროს ქიმიური გზით მოპოვებას აპროტესტებენ

მესტიაში სოფელ იელიში ერთ-ერთი კომპანიის მიერ ოქროს ქიმიური გზით მოპოვებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ოქროს მომპოვებელი კომპანია „ოპტიკალ სერვისი“ ოქროს მოპოვებას ქიმიური მეთოდით 2005 წლიდან ეწევა. კომპანია რამდენიმე წელი გაჩერებული იყო, თუმცა მათ საქმიანობა 2016 წელს ისევ განაახლეს. მათ მიაჩნიათ, რომ ქიმიური გზით ოქროს მოპოვება ბუნებას მძიმე ეკოლოგიურ ზიანს აყენებს.