სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების კერძო სექტორში გადატანის მიზნით, შპს „საზღვაო ტექსერვისის“ 100 პროცენტიანი წილი ელექტრონულ აუქციონზე 2 283 000 ლარად იყიდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2019 წლის პირველი იანვრის ბალანსის მდგომარეობით, საწარმოს აქტივები შეადგენს 1 786 619 ლარს, საკუთარი კაპიტალი 1 758 850 ლარს, ხოლო ვალდებულებები 27 769 ლარს,
კომპანიის საკუთრებაშია ბათუმში, იოსებ ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე 8 835 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. შპს „საზღვაო ტექსერვისს“ ეკუთვნის შპს Anglo-Georgian Shipping Compamy L.T.D.-ის პარტნიორობის 100 პროცენტიანი წილი.
საწარმო ასევე ფლობს სხვადასხვა სახის სერტიფიკატებს, მათ შორის გემის კორპუსის სისქის გაზომვის, სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების შემოწმების, შემდუღებელთა თეორიული და პრაქტიკული კვალიფიკაციის გემთმშენებლობის, მოდერნიზაციის, რემონტის, სამონტაჟო სამუშაოების და სხვა.