სოფელ ჯუგაანში ავტომანქანა ახალგაზრდა ქალს დაეჯახა
სოფელ ჯუგაანში ავტომანქანა ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში ავტომანქანა ახალგაზრდა ქალს დაეჯახა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მძიმედ დაშავდა და სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჯერ წნორის „არქიმდეს“ კლინიკაში გადაიყვანა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო კი მისი თბილისში ტრანსპორტირება გახდა საჭირო.

წინასწარი ვერსიით, ავარიის დროს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მძღოლი პოლიციაშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.