სოფელ გაჩიანის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათი თანასოფლელები ნარკომოვაჭრეებთან შელაპარაკების დროს დაჭრეს
სოფელ გაჩიანში ადგილობრივები არიან შეკრებილნი. ისინი აცხადებენ, რომ სასაფლაო მათთვის წმინდა ადგილია და უკვე რამდენიმე დღეა, ამ ადგილის დაცვა უწევთ, რადგან სასაფლაოზე მათთვის უცხო ადამიანები ნარკოტიკებით ვაჭრობენ.
სოფლის მოსახლეობის განმარტებით, დღესაც მათმა თანასოფლელებმა სასაფლაოსთან ნარკომოვაჭრეები შენიშნეს და ჩხუბი ამიტომ დაიწყო, რა დროსაც, მათი მტკიცებით, სასაფლაოსთან მყოფმა ორმა პირმა მათი სამი თანასოფლელი იარაღით დაჭრა.
სოფლის მოსახლეობის განმარტებით, პოლიციამ მათი ორი თანასოფლელი განყოფილებაში წაიყვანა. შეკრებილები ამტკიცებენ, რომ მათ თანასოფლელებს მომხდარში ბრალი არ მიუძღვით.
რუსთავში, სოფელ გაჩიანის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე სამი ადამიანი რამდენიმე საათის წინ დაჭრეს. სამივეს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.