გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკიდან დაკარგული 34 წლის მამაკაცი პოლიციამ იპოვა. ვანო მახარაშვილს, სამართალდამცველებმა 10-დღიანი ძებნის შემდეგ სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ ფერმაში მიაკვლიეს. მახარაშვილი თავს კარგად გრძნობს.
მახარაშვილი ფერმაში მწყემსად მუშაობდა და ოჯახმა მისი ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ორი კვირის განმავლობაში სახლში არ დაბრუნდა.
„უკვე აღარც მჯეროდა, რომ ცოცხალი იქნებოდა. თუმცა ისეთი მშვიდია, დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ კონფლიქტი არავისთან მოუვიდოდა, მაგრამ ჭორების გავრცელების გამო, მაინც ძალიან ვინერვიულეთ. პოლიციელების მადლობელი ვართ, რომ ჩემს შვილს მიაკვლიეს“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს დაკარგულის მამამ, ოთარ მახარაშვილმა.
ძირკოკში მცხოვრები 34 წლის ვანო მახარაშვილის სამართალდამცავები მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალში მყვინთავების დახმარებით ეძებდნენ.
საქმესთან დაკავშირებით, მოწმის სტატუსით დაკითხული იყო ერთი არასრულწლოვანი და ტაქსის მძღოლი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობდა.