სოფელ ჩუმლაყში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა
სოფელ ჩუმლაყში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ავტოავარიას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა.  თვითმხილველების თქმით, 60 წლამდე ქალი ავტომაგისტრალის მონაკვეთზე გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა. ქალი სასწრაფო დახმარების მოსვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.