გურჯაანის მუნიციპალიტეტში ძლიერი სეტყვა იყო

23:31, 02.08.2023

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ძლიერი სეტყვა და ქარი იყო.

ადგილობრივების ინფორმაციით, სტიქიამ დააზიანა სასოფლო-სამეურნეო ნათესები და ხეხილი.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლერი გელენავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი.

ძლიერი სეტყვა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში – კალაურში, ველისციხეში, ვაზისუბანსა და მუკუზანში დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

მსგავსი