სოფელ დვაბზურაში, ადმინისტრაციულ შენობაში უცხო პირი შეიჭრა
სოფელ დვაბზურაში, ადმინისტრაციულ შენობაში უცხო პირი შეიჭრა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში შუახნის მამაკაცი ადმინისტრაციულ შენობაში შეიჭრა, ფანჯრები ჩაამსხვრია და შენობაში განთავსებული ნივთები დააზიანა.

ინფორმაციას ადასტურებენ ოზურგეთის მერიაში.

,,შუახნის მამაკაცმა შენობის ფანჯრის მინა ჯერ გარედან ჩაამსხვრია, შენობაში ფანჯრიდან შევიდა, დანარჩენი მინები უკვე შიგნიდან ჩაამტვრია და სხვა ნივთებიც დააზიანა. უცნობია, იყო თუ არა ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. ჩემი ინფორმაციით, მამაკაცი საპატრულო პოლიციამ საავადმყოფოში გადაიყვანა, რადგან ხელები ჰქონდა დაზიანებული”, – განაცხადა ოზურგეთის მერის წარმომადგენლის თანაშემწემ სოფელ დვაბზუში, ვასილ ღლონტმა.