სოფელ დიღმისა და კახეთის გზატკეცილის მცხოვრებლებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ
„თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, დედაქალაქის ორ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
„საბურთალოს რაიონში სოფელ დიღმის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 18:00 საათამდე ნაწილობრივ შეეზღუდება.
სამგორის რაიონში კახეთის გზატკეცილის აბონენტებს ელექტრომომარაგება 11:00-დან 17:00 საათამდე ნაწილობრივ შეეზღუდებათ“, – აცხადებენ „თელასში“.