სოფელ ჩუმლაყში ავარიისას ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ავარია მოხდა, რომლის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი „ჰონდას“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
დაშავებული მგზავრები სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.