სოფელ ჩოხში დღეს ქართველი მწერლის, სცენარისტისა და კინორეჟისორის, გოდერძი ჩოხელის მუზეუმის გახსნის ცერემონია გაიმართება.
ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები და გოდერძი ჩოხელის ოჯახის წევრები დაესწრებიან.
ასევე, პირველად გუდამაყრის ხეობაში, გაეშვება ფართოზოლოვანი ინტერნეტი, რომელიც ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
ღონისძიება გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჩოხში 13:00 საათისთვის არის დაგეგმილი.