სოფელ ჭოგნარის მცხოვრებლები ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებენ
სოფელ ჭოგნარის მცხოვრებლები ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებენ

ქუთაისში იმერეთის გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სოფელ ჭოგნარის მცხოვრებლები  სოფელ გოდოგანში ნაგავსაყრელის მშენებლობის გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვენ. ისინი გარემოს დაბინძურების საფრთხეზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მშენებლობამ შესაძლოა, ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს.

აქციას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა.

„ქუთაისიდან წაიღეს პარლამენტი და სანაცვლოდ, აშენებენ ნაგავსაყრელს. მივმართავ ქუთაისელებს, ნუ გგონიათ, რომ ეს ნაგავსაყრელი მხოლოდ სამ სოფელს შეუქმნის პრობლემას, ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება ქუთაისს”, – აცხადებს გოგი წულაია.