თერჯოლაში ავტომაგისტრალზე მანქანა დაიწვა [ვიდეო]

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში, ქუთაისი-ზესტაფონის ცენტრალურ მაგისტრალზე მსუბუქი ავტომობილი დაიწვა. როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ცეცხლმოდებული მანქანიდან მძღოლმა გადასვლა მოასწრო და არ დაშავებულა. მძღოლი ავტომობილში მარტო იმყოფებოდა.

ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მივიდა. შემთხვევის სავარაუდო მიზეზი ავტომანქანის გაუმართაობაა.