სოფელ არაგვისპირთან ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რომელსაც არასრულწლოვანი ემსხვერპლა, პოლიციის თანამშრომელი დააკავეს
სოფელ არაგვისპირთან ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რომელსაც არასრულწლოვანი ემსხვერპლა, პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გვიან ღამით სოფელ არაგვისპირთან. მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულე არასრულწლოვანს შეეჯახა.

მოზარდი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვნის გარდაცვალება გამოიწვია, პოლიციის თანამშრომელი დააკავეს.

„გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვ.ფ. მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით სტეფანწმინდის მიმართულებით მოძრაობდა. სოფელ არაგვისპირთან ვ.ფ. შეეჯახა ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვან ლ.ზ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა“, – აცახდებენ პროკურატურაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით.

როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.