სოფელ ახალ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული შვიდი მოზარდი საავადმყოფოშია მოთავსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი მოზარდია დაშავებული.
დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები და ამჟამად კვლევები უტარდებათ.
წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა ჯერ ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი კერძო სახლის ეზოში შევარდა.
დაშავებულები მოინახულეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ.
„შვიდივე მოზარდს უტარდება ყველა საჭირო გამოკვლევა. დაახლოებით ერთ საათში გახდება ცნობილი მეტი ინფორმაცია თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოვახდინოთ დაშავებულთა ტრანსპორტირება საჭირო სამედიცინო დაწესებულებებში“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.