სოფელ აღაიანთან ავარიისას ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი [ვიდეო]
სოფელ აღაიანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულებს შორის ერთი მცირეწლოვანია.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, „ტოიოტას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.