სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ბიუჯეტი 7.7 მილიონი ლარით იზრდება
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ბიუჯეტი 7.7 მილიონი ლარით იზრდება

2019 წლიდან სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი იზრდება. გასულ წელთან შედარებით 7 690 000 ლარით გაიზარდება და 35 890 000 ლარს მიაღწევს.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის უფროსის ნუცი ოდიშარიას განმარტებით, პროგრამის ბიუჯეტის ზრდა მიზნად ისახავს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესისა და ინსტიტუციონალიზაციის პრევენციის ხელშეწყობას, შშმ ბავშვებისა და შშმ პირებისათვის განკუთვნილი მომსახურეობების მხარდაჭერასა და გაძლიერებას, ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული, ალტერნატიული სერვისების განვითარებას.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნუცი ოდიშარიამ და სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიაციარები მოინახულეს. შეხვედრა გაიმართა დაწესებულების ხელმძღვანელთაც, რომელსაც დაგეგმილი ცვლილებები გააცნეს.

როგორც ცნობილი გახდა, გაზრდილი ბიუჯეტი სხვადასხვა მომსახურებაში ჩართულ 3700-მდე ბენეფიციარს შეეხება.

განსაკუთრებულად გაიზარდა სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის ბიუჯეტი:

სათემო მომსახურების და მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციართა, მათ შორის ბავშვების, დღიური თანხა 20 ლარამდე გაიზრდება, ხოლო შშმ ბავშვების მცირე საოჯახო ტიპის სახლების და დამოუკიდებელი ცხოვრების მომსახურების ფარგლებში ბენეფიციართა დღიური თანხა 30 ლარამდე (ნაცვლად 20 ლარისა), მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსება ნათესაური შშმ პირებისთვის – თვეში 300-დან 375 ლარამდე გაიზრდება, რეგულარული შშმ ბავშვებისთვის – თვეში არსებული 600-დან 900 ლარამდე.

ოდიშარიას განცხადებით, ასევე დაგეგმილია შშმ ბავშვების და შშმ პირების დღის ცენტრების დაფინანსების ზრდაც.

დატოვე კომენტარი