სოციალური ქსელები „ფეისბუქი“, „მესენჯერი“ და „ინსტაგრამი“ შეფერხებით მუშაობს
სოციალური ქსელები „ფეისბუქი“, „მესენჯერი“ და „ინსტაგრამი“ შეფერხებით მუშაობს. პრობლემის შესახებ პლატფორმა „დაუნდეტექტორზე“ მომხმარებლები წერენ.
ირკვევა, რომ მომხმარებლების 56%-თან ვებგვერდზე წვდომა საერთოდ შეუძლებელი იყო, 25%-ს აპლიკაციაში შესვლასთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა, 16%-თან კი, „ფეისბუქის“ სიახლეები არ იტვირთებოდა.
სოციალურ ქსელებზე წვდომა საქართველოშიც იყო შეფერხებული.